რეპორტაჟი ვაკის პარკის გადასარჩენად გამართული აქციიდან. წყარო: გურია ნიუსი

თბილისელებს ვაკის პარკის გადასარჩენად მხოლოდ პროტესტის ფორმა დარჩათ. სასტუმროს მშენებლობის ნებართვა ყოფილ რესტორან "ბუდაპეშტის" ტერიტორიაზე, მერის მოვალეობის შემსრულებელ სევდია უგრეხელიძის განცხადებით, კანონიერადაა გაცემული და ხეებიც კანონიერად მოიჭრება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ურიგდებიან თბილისელები. მათ დღეს მერიასთან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს.