რივიერაზე მშენებლობა საშიშია – პრემიერს და გარემოს მინისტრს გზშ-ს მოთხოვნით მიმართეს. წყარო: ბათუმელები

ბათუმი რივიერაზე ცათამჯენების მშენებლობის რისკების შესახებ საზოგადოება „ბათომი“, მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ და „მწვანე ალტერნატივა“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიმართავენ.