როგორ გვატყუებენ ინვესტორები ანუ ხუდონჰესის პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა. წყარო: ლიბერალი

ინვესტორები და ხელისუფლების წარმომადგენლები ხუდონის ელექტროსადგურის ყველაზე მნიშვნელოვან სარგებლად   სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას ასახელებენ. არადა, ტყუილია ის, რომ პროექტის განუხორციელებლობის შემთხვევაში ქვეყანის ბიუჯეტი  მნიშვნელოვან შემოსავლებს დაკარგავს. საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით ხუდონჰესი მშენებლობის ეტაპზე სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ საშემოსავლო და ქონების გადასახადებს გადაიხდის, ხოლო ექსპლუატაციის ეტაპზე დაემატება მოგების გადასახადი მას შემდეგ, რაც ინვესტიციებს უკვე ამოიღებენ.