როგორ იჭრება ხეები. წყარო: წყარო: რადიო თავისუფლება

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI-მ) გამოაქვეყნა კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ გასცემს მერია უფლებას ხეების მოჭრაზე. კვლევაში საუბარია საკანონმდებლო პრობლემებზე და გამოთქმულია ვარაუდი, რომ შესაძლოა სამშენებლო კომპანიები და მერია საკითხს არაკეთილსინდისიერად უდგებოდნენ. პარლამენტში კი უკვე განიხილება სამშენებლო კომპანია „ემ კვადრატის“ საკანონმდებლო ინიციატივა მშენებლობისთვის ხეების მოჭრის პროცესის გამარტივების შესახებ.