როგორ მუშაობს კორუფციული სქემა ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროში. წყარო: ნეტგაზეთი

წლების განმავლობაში ბუნებრივი რესურსების მართვასთან დაკავშირებული კორუფციული სისტემა ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივამ” გაანალიზა და დღეს, 19 მაისს კვლევის სახით წარმოადგინა. კვლევა ეხება ბუნებრივი რესურსების გამოყენების სამ მიმართულებას: – წიაღით სარგებლობა, ტყით სარგებლობა და ჰიდროენერგეტიკა.