რუსთაველების აზრით, ყვითელი წვიმა რუსთავის გიგანტი საწარმოების მიერ ჰაერის დაბინძურებას მოჰყვა.წყარო: humanrights.ge 

20 აპრილს თბილისსა და რუსთავში ტალახიანი წვიმა დილით, დაახლოებით ათის ნახევარზე დაიწყო. წვიმას მოყვითალო შეფერილობა ჰქონდა და ქოლგებზე, ტანსაცმელსა თუ მანქანებზე ტალახის წერტილოვან კვალს ტოვებდა. მოქალაქეები შეშფოთებას ვერ მალავდნენ და მოვლენას ბოლოდროინდელ კატაკლიზმებს უკავშირებდნენ, ძირითადად – იაპონიაში ატომური ელექტროსადგურის აფეთქებით გამოწვეულ ატმოსფეროს დაბინძურებას.