რუსთაველი ნაციონალები ძველ მანქანებს იშორებენ, ძველ ნაგავსაყრელს – ვერა. წყარო: For.ge

მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მერმა, აუქციონზე თვითმმართველობის სარგებლობაში მყოფი მანქანების გაყიდვა დაიწყო,  იდეა რეგიონებშიც აიტაცეს. შეიძლება უგულავას შემთხვევაში ეს უბრალოდ ქამრების შემოჭერის პიარი იყო, მაგრამ რუსთავის საჯარო მოხელეები თავს დებენ, რომ  სამსახურის ძვირადღირებული მანქანებით მათ რუსთაველები უკვე ვეღარ ნახავენ.