სააპელაციო სასამართლომ „დარიალიჰესის“ საქმის განხილვა დაასრულა. წყარო: მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „დარიალი ჰესის“ საქმის განხილვა დაასრულა. სასამართლო, გადაწყვეტილებას 19 დეკემბერს, 17:25 საათზე გამოაცხადებს. გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ ითხოვს, სააპელაციო სასამართლომ გააუქმოს „დარიალი ჰესის“ მშენებლობაზე გაცემული დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნა გარემოს დაცვის სამინისტრომ გასცა.