საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით. წყარო: ნეტგაზეთი

14 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს ხუდონჰესის პროექტის თაობაზე, რომელსაც "ნეტგაზეთი" უცვლელად გთავაზობთ: ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერ ორგანიზაციებს, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებული ზოგიერთი სამართლებრივი საკითხის თაობაზე და ასევე, გამოვთქვათ შეშფოთება ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო.