სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა ბიძინა ივანიშვილს და დავით უსუფაშვილს ქვეყანაში რეალური თვითმმართველობის ჩამოყალიბების თაობაზე. წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი,

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დღის წესრიგში დადგა მმართველობის სისტემის რეფორმირების საკითხი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, სახელმწიფოს მართვის პროცესში საზოგადოების თანამონაწილეობის გაზრდა და საქართველოს კიდევ უფრო დაახლოება ევროატლანტიკურ სივრცესთან. ვფიქრობთ, ამ ამოცანის გადაჭრა შეუძლებელი იქნება თვითმმართველობის სრულფასოვანი რეფორმის მომზადებისა და გახორციელების გარეშე.