სასამართლომ ბათილად ცნო კულტურის სამინისტროს დადგენილება. წყარო: რადიო თავისუფლება

საყდრისის საბადოსთვის ისტორიული ძეგლის სტატუსის შეჩერების თაობაზე საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ შარშან ივლისში მიღებული დადგენილება ბათილად ცნო თბილისის საქალაქო სასამართლომ. მან ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამათავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" სარჩელი და კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საკითხის ხელახლა განხილვა დაავალა.