სასამართლომ კალაძისა და ელოშვილის წინააღმდეგ სარჩელი არ დააკმაყოფილა. წყარო: ლიბერალი

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ ენერგეტიკის მინისტრსა და მის მოადგილეს ღირსების, პატივისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის სასამართლოში უჩიოდა. ორგანიზაცია კახა კალაძისა და ილია ელოშვილისგან თავიანთი განცხადებების საჯაროდ უარყოფასა და მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად თითოეულისგან 1 აშშ დოლარი გადახდას მოითხოვდა. საქმე მათ მიერ საჯაროდ და მედიასაშუალებებთან ინტერვიუებში გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა.