სასამართლომ საყდრისისთვის სტატუსის მოხსნის გადაწყვეტილება ბათილად ცნო. წყარო: ლიბერალი

საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება საყდრისი-ყაჩაღიანისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის გაუქმების შესახებ. მინისტრის შესაბამის ბრძანებას სასამართლოში "მწვანე ალტერნატივა" ასაჩივრებდა.