სასამართლომ საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აღუდგინა. წყარო: ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის თანახმადაც, საყდრისის მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოეხსნა. აქტი განსახილველად სამინისტროს დაუბრუნდა. მინისტრის ბრძანებას ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივა ასაჩივრებდა.