სასამართლო ქსანი-სტეფანწმინდას ხაზის მშენებლობის კანონიერებას განიხილავს. წყარო: „რეგინფო“ ახალი ამბების დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, 

დღეს, 22 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“, ზაზა წიკლაურისა და შოთა ბუჩუკურის სარჩელი გარემოს დაცვის მინისტრის იმ ბრძანების გაუქმების მოთხოვნით, რომლითაც ქსანი–სტეფანწმინდას 500 კილოვოლტიანი ხაზის მშენებლობაზე დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გაიცა. საქმეს მოსამართლე ნინო ბუაჩიძე განიხილავს