საქართველოს ენერგოსექტორის განვითარების ხედვები მოისმინეს რეგიონების წარმომადგენლებმა. წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

საქართველოს ენერგოსექტორის განვითარების ხედვები მოისმინეს დღეს მრგვალ მაგიდაზე რეგიონების წარმომადგენლებმა. “მწვანე ალტერნატივის” მიერ ინიცირებულ შეხვედრაზე პოლიტიკურმა გაერთიანებებმა მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებზე ინფორმაცია მოისმინეს და წინასაარჩევნოდ ენერგოსექტორის განვითარების ხედვები გააჟღერეს. მრგვალ მაგიდას “რესპუბლიკური პარტიის”, პოლიტიკური გაერთიანება “გირჩისა” და “პაატა "ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საუბარი აჭარის, სვანეთის,რაჭისა და მესტიის რეგიონებში არსებულ პრობლემებს შეეხო, მათ შორის ჰესებისა და მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობის საკითხებს, რომელიც რამდენიმე რეგიონში ხმაურის მიზეზი გახდა