საქართველოს მთავრობის გიგანტური გეგმები. წყარო: ამერიკის ხმა

საქართველოს მთავრობა ფანტასტიკურ გეგმებს ამჟღავნებს. უკვე მომავალ წელს, დასავლეთ საქართველოში, საინჟინრო თვალსაზრისით ორი ურთულესი, ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა უნდა დაიწყოს. ამ გრანდიოზული პროექტების საერთო ღირებულებამ, შეიძლება ორ მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბოს. საუბარია სვანეთში,  მდინარე ენგურზე ხუდონჰესის  მშენებლობის განახლებაზე და მდინარე ნენსკრაზე, ჰესების კასკადის აგებაზე.