საქართველოში დაგეგმილი დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ დღეს გარემოსდამცველთა მასშტაბული კონფერენცია გაიმართება. წყარო: საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი nsp.ge

მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ დღეს გაიხსნება კონფერენცია „მდინარეები გვაერთიანებს 2017“. ღონისძიება ტარდება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელის (CEE Bankwatch Network), მდინარეთა საერთაშორისო ქსელისა (International Rivers Network) და მწვანე ალტერნატივას მხარდაჭერით.