საქართველოში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა. წყარო: რადიო თავისუფლება

საქართველოს რამდენიმე რაიონში ტყეებს ისევ გაუჩნდა ხანძარი. იცვლება ადგილები, მაგრამ არ იცვლება სურათი – დღემდე ხანძრის არც ერთი ფაქტი გამოძიებული არ არის. ამჯერად ცეცხლს ებრძვიან ბაღდათის რაიონში, ფშავის ტერიტორიაზე, მოსახლეობამ აალებული ტყე ახალგორის რაიონშიც ნახა. ორიოდე დღის წინ ხანძარი უკვე ჩააქრეს რაჭაში.