"საქმე" – სტუმარი: მანანა ქოჩლაძე.  წყარო: "პალიტრა TV"

საქართველოს მთავრობამ ხუდონჰესის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. გუშინ პრემიერ-მინისტრმა სოფელ ხაიშის მოსახლეებს მიმართა, ამ საკითხს გაგებით მოეკიდონ, რადგან ეს არა მხოლოდ სვანეთს, არამედ მთელ საქართველოს ააღორძინებს. "რა თქმა უნდა, ბუნება სადღაც დაიფარება წყლით, მაგრამ თითოეული მოსახლის ინტერესს გავითვალისწინებთ და მაქსიმალურად დავაკმაყოფილებთ.