საყდრისთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი გადაიდო. წყარო: ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრი

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საყდრისთან დაკავშირებით ჩანიშნული სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომის დაწყებისთანავე აღმოჩნდა, რომ კომპანია „არემჯი გოლდს“ მისი ინტერესების დამცველის თეიმურაზ ოჩიგავას სახელზე რწმუნებულება სასამართლოში წარდგენილი არ ჰქონდა, რის გამოც ოჩიგავამ სასამართლოს სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართა.