საყდრისის ბედი და ოქროთი „თვალახელილი“ მთავრობა. წყარო: რადიო თავისუფლება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კომპანია RMG gold-ი განაახლებს ოქროს მოპოვებას საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე, სადაც ქართველ და უცხოელ მეცნიერთა ნაწილის მტკიცებით, მდებარეობს მსოფლიოში დღემდე გამოვლენილ ოქროს მაღაროთა შორის უძველესი. კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის ბრძანება, რომლის საფუძველზეც საყდრისის მაღარომ კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი დაკარგა. რა ელის საყდრისის მაღაროს და  როგორია მისი გადარჩენის შანსი?