საყდრისი-ყაჩაღიანის საქმე განახლდა. წყარო: რადიო თავისუფლება

საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს შორის დავა განახლდა. 24 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ თემაზე ორი პროცესი გაიმართა. ორივე შემთხვევაში მოსარჩელეები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს იმ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც კომპანია RMG GOLD-მა საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს ტერიტორიაზე მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება მიიღო