სახელმწიფო ხაიშის წინააღმდეგ. წყარო: ამერიკის ხმა

80-ზე მეტმა ოჯახმა ხატზე დაიფიცა, რომ სვანეთში სოფელ ხაიშის დატბორვას არ დაუშვებს. უკვე 80-ზე მეტმა ოჯახმა სვანეთში ხატზე დაიფიცა, რომ არ დაუშვებენ გიგანტური ჰიდროელექტროსადგურის „ხუდონჰესის“ მშენელობის განახლებას, რასაც მესტიის რაიონის სოფლების ხაიშის, გაღმა ხაიშის, ტობარის, დაკარის დატბორვა და 2000-ზე მეტი ადამიანის გასახლება მოჰყვება.