სოფელ დისველში მოსახლეობა სახნავ-სათესი მიწების დაბრუნებას ითხოვს. წყარო: საინფორმაციო სააგენტო პირველი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში მოსახლეობა სახნავ-სათესი მიწების დაბრუნებას და სარწყავი არხების პრობლემის მოგვარებას ითხოვს. სოფელ დისველში დღეისათვის 97 კომლი ცხოვრობს. აქ ადგილობრივები მესაქონლეობას და მიწათმოქმედებას ეწევიან. სოფელში აჭარის მაღალმთიანეთიდან მეწყრის შედეგად დაზარალებული ოჯახები დასახლდნენ.