სოფელ კვირიკეში მოსახლეობას ციტრუსის ნარჩენები აწუხებს {video}. წყარო: საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია

ციტრუსის ნარჩენებით სავსე ეს პოლიეთილენის პარკები სოფელ კვირიკეში, მდინარე კინტრიშის მიმდებარედ ერთი თვის წინ გამოჩნდა. თითქმის ყოველდღიურად დაყრილმა ათობით ტომრით სავსე ციტრუსის ნარჩენმა მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია. ადგილობრივები სუნსა და ანტისანიტარიას უჩივიან. მოსახლეობა ფიქრობს, რომ ნარჩენები ქობულეთის წვენების საწარმოს ეკუთვნის.