სოფლის მოსახლეობა "შუახევი ჰესის" მშენებელ კომპანიას ლონდონში უჩივლებს. წყარო: ნეტგაზეთი

სოფელ ღურტის მოსახლეობას „შუახევი ჰესის“ მშენებელი კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წინააღმდეგ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საჩივარი შეაქვს. ბანკი ჰესის მშენებლობას აფინანსებს. ღურტელები უსაფრთხო გარემოში ცხოვრების გარანტიას ითხოვენ.