სტუმრად ჩვენს ეთერში: დავით ჭიპაშვილი. წყარო: რადიო თავისუფლება

11 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დავით ჭიპაშვილი, ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი. მან ილაპარაკა ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის სოციალურ და ეკოლოგიურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესახებ. დოკუმენტი 10 აპრილს წარუდგინა საზოგადოებას ნიდერლანდის გარემოს შეფასების კომისიის საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა.