ტრავერტინებს ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭება. წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი

ამჟამად ყაზბეგში, მჟავე წყლების მთის – ტრავერტინების მიმდებარე ტერიტორიაზე გვირაბის  სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია. გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მშენებლობა, რომლის შედეგადაც ტრავერტინები დაზიანდა, უკანონო არ ყოფილა, რადგან ამ ადგილს ძეგლის სტატუსი არ ჰქონია. თუმცა, როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, მომავალში მსგავსი ფაქტების თავიდან  ასაცილებლად, ტრავერტინების  მიმდებარე ტერიტორიას,  ბუნების  ძეგლის სტატუსი მიენიჭება.