ტყეს ფირნიში დაიცავს. წყარო: რადიო თავისუფლება

მთავრობა ხე-ტყის მასალის ბრუნვაზე კონტროლის გამკაცრებას აპირებს. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე გადაეცა პარლამენტის ბიუროს. პროექტის მიხედვით, ტყიდან გამოტანილი მორების ტრანსპორტირება და გადამამუშავებელ საამქროებში ჩაბარება შეუძლებელი იქნება სპეციალური ფირნიშების გარეშე.