ტყე არც ინვესტორისთვის და არც ხალხისთვის. წყარო: ნეტგაზეთი

სატყეო სააგენტოს მიერ ტყით სარგებლობის შესახებ დაგვიანებულად გაცემული  ლიცენზიების გამო აჭარის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას შეშის კრიზისი აქვს, რადგან მაღალმთიან რეგიონებში ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცა და თოვლიც მოვიდა, რის გამოც მოსაჭრელად მონიშნული ხეები რთულად მიღწევადია. გამოასწორებს თუ არა აღნიშნულ პრობლემას ”ტყის შესახებ”  ახალი კანონპროექტი?