ტყიბულის ტრაგედიის გამო "საქნახშირისა" და მისი ხელმძღვანელების დასჯას ითხოვენ. წყარო: რეზონანსი

ინდელის შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა კომპანიის მმართველ პირებს უნდა დაეკისროთ. ერთ-ერთ გვირაბში, სადაც გუშინ აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა და 6 დაშავდა, უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო.