ტყის მცველები კონკურსის წესით შეირჩევიან. წყარო: რადიო თავისუფლება

უნდა ვაღიარო, რომ რესპონდენტების პოვნა გამიჭირდა. იმიტომ კი არა, რომ ვერ ვიპოვე, არა, სულაც არა. ისინი მრავლად იდგნენ პოლიციის აკადემიის მთავარ ჭიშკართან, მზის გულზე. ზოგი ტესტირებაზე შესვლას ელოდა, ზოგი უკვე გამოსულიყო და, ასე ვთქვათ, შიგნიდან გამოტანილ ამბებს ყვებოდა.