ტყის ხანძრების გამომწვევი მიზეზები ჯერ ვერ დადგინდა. წყარო: რადიო თავისუფლება 

მეექვსე დღეა თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით ტყის ხანძრებია. ცეცხლის ლოკალიზების მიუხედავად, ახალი კერები ჩნდება – მთიან რეგიონებში ცეცხლის გავრცელებას ქარი უწყობს ხელს. როგორ მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები, რამდენი ჰექტარი ფართობი მოიცვა ხანძარმა და როდის დაიწყება ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა?