ტყის ხანძრები და სახელმწიფოს არასათანადო მზაობა. წყარო: რადიო თავისუფლება

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, 20 აგვისტოს გაჩენილი ხანძარის შედეგად უკვე 5 ჰექტარზე მეტი ფართობი დაიწვა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის კერა წარმოიშვა 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გადამწვარ ტყის ფერდობზე და ამჟამად „მნიშვნელოვანი ზიანი ტყის მასივს არ მიუღია“.