ტყის ხანძრები ისევ აქტუალურია. წყარო: რადიო თავისუფლება

საქართველოს 4 რეგიონში თითქმის ერთდროულად გაუჩნდა ხანძარი ტყის მასივებს. უკანასკნელი ინფორმაციით, ჯერ კიდევ იწვის ტყეები ბაღდათისა და თელავის რაიონებში, ზემო სვანეთსა და სნოს ხეობაში. ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა მცხეთა-თიანეთის რეგიონში. რამ გამოიწვია ერთდროულად წელიწადის ცივ პერიოდში ტყის ხანძრები და რა ფართობი მოიცვა ხანძარმა?