უფლებადამცავი ჯგუფების კრიტიკა ბაქო- თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტის მიმართ მძაფრდება. წყარო: რადიო თავისუფლება

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი კავკასიის ერთ- ერთი უდიდესი პროექტია, მაგრამ ადამიანის უფლებათა და, ასევე, გარემოს დამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მილსადენი, რომელიც სამ წელიწადში უნდა ჩადგეს მწყობრში, ზიანს მეტს მოიტანს, ვიდრე სიკეთეს. მათი აზრით, ისეთ ქვეყანაში, როგორიც თურქეთია, მილსადენი გააძნელებს ადამიანის უფლებათა დაცვის პირობების შესრულებას. ამასთან, ამ პროექტის ავტორები არ იცავენ ეკოლოგიურ პირობებს.