უცნობი განკარგულება „დარიალიჰესის“ საქმეში. წყარო: მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

„დარიალი ჰესის“ საქმესთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მთავრობის განკარგულება წარმოადგინა. განკარგულების მიხედვით, რომელსაც ხელს ყოფილი პრემიერ – მინისტრი აწერს, დაცული ტერიტორიების ნაწილი „დარიალი ჰესის“ მშენებლობისთვის კომპანია „დარიალენერჯის უნდა გადაეცეს. გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენლის ირაკლი მაჭარაშვილის განცხადებით, მსგავსი განკარგულების გაცემა კანონდარღვევაა და ეს მასალები პროკურატურას გადაეგზავნება.