ფასანაური, სნოს ხეობა – მოსახლეობა 500 კილოვოლტიანი ხაზის მშენებლობას აპროტესტებს. წყარო: „მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა

მთიულეთში, დაბა ფასანაურის მცხოვრებლები 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივების თქმით, მშენებლობის პროცესში დაგეგმილია მთიულეთის ქედის გაჭრა და ტყის გაჩეხვა, რაც დიდი ალბათობით მეწყრულ პროცესებს გამოიწვევს. ამასთან, ფასანაურის მცხოვრებლები შიშობენ, რომ ელექტრომაგნიტური ველი ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს და ტურიზმის განვითარებასაც ხელს შეუშლის.