ფოთში აეროპორტის მშენებლობა საშიშია! წყარო: Regions.ge

საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ფოთში რეგიონში ყველაზე დიდ აეროპორტს ააშენებს. ამან არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ისე ეკოლოგებში. ეკოლოგებს მართებულად არ მიაჩნიათ მხოლოდ რომელიმე თანამდებობის პირის, თუნდაც პრეზიდენტის მიერ, საკუთარი მოსაზრების საფუძველზე ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება.