"ფრთხილი სიჩქარით" სატყეო რეფორმისკენ. წყარო: ლიბერალი

საქართველოს პარლამენტმა 84 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღო დადგენილება ,,საქართველოს სატყეო პოლიტიკის" დოკუმენტის დამტკიცების შესახებ. სატყეო პოლიტიკის საკანონმდებლო დონეზე მიღებას დიდ წარმატებად მიიჩნევენ გარემოს დაცვის სამინსიტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.