ქართული სამონადირეო ტურიზმის გამოწვევები. წყარო: ჟურნალი ლიბერალი

საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ნადირობისგან ეკონომიკური სარგებელი მიიღოს. ქვეყნის ისტორიაში პირველად, "წითელი ნუსხის" სახეობებზე ნადირობა დაიშვა. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ჯერ არ დაუმუშავებია ეკონომიკური სარგებლიანობის ის მოდელი, რის გამოც იშვიათ სახეობებზე ნადირობა ღირს.