ქობულეთში მშენებარე ჰესის გვირაბი ჩამოინგრა. წყარო: გურიანიუსი

ქობულეთში, მდინარე კინტრიშის ხეობაში, კინტრიშის ნაკრძალის სიახლოვეს მშენებარე ჰესის ერთკილომეტრიანი გვირაბი ჩამოინგრა. ნგრევა მას შემდეგ მოხდა, როცა გვირაბის ტესტი მიმდინარეობდა და მასში წყალი გაუშვეს. ნგრევის შედეგად გვირაბიდან გამოვარდნილმა წყლის ნაკადმა მიმდებარე ტერიტორია წალეკა და მძიმე ტექნიკა მდგომარეობიდან გამოიყვანა. შემთხვევას ადამიანთა მსხვერპლი არ მოჰყოლია.