ღია კარიერებზე მადნის მოპოვება, დაბინძურებული ჰაერი და წყალი ჭიათურაში – „მწვანე ალტერნატივა". წყარო: ლიბერალი

2018 წლის სექტემბერში „მწვანე ალტერნატივას" თანამშრომლები ქ. ჭიათურასა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში წიაღისეულით სარგებლობისას ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით საველე გასვლაზე იმყოფებოდნენ.