“ღია საზოგადოება”: მესტიაში ადგილობრივების საკუთრების უფლებები ირღვევა. წყარო: ახალი ამბების სააგენტო Expressnews 

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით,  დაბა მესტიაში ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრების უფლებები ირღვევა. აღნიშნული, კვლევა ფონდ ~ღია საზოგადოება-საქართველოს~ მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ~მწვანე ალტერნატივამ”, ~საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ~, ~საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ~ და ~საქართველოს რეგიონული მედია ასოციაციამ~ დაბა მესტიის მოსახლეობის თხოვნით ჩაატარა.