„ყაზბეგი ჰესის“ ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მდინარის კალაპოტში წყალი თითქმის აღარ დარჩა – შოთა ბუჩუკური. წყარო: მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

არასამთავრობო ორგანიზაცია „სტეფანწმინდას“ წარმომადგენლის შოთა ბუჩუკურის ინფორმაციით, ხდის ხეობაში „ყაზბეგი ჰესის“  ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მდინარე ბროლისწყალის (ხდისწყალი) კალაპოტში ძალიან ცოტა წყალი დარჩა. როგორც შოთა ბუჩუკურმა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მდინარის წყალს თითქმის მთლიანად ჰიდროელექტროსადგური მოიხმარს და 1 კილომეტრის მონაკვეთზე  კალაპოტი წყლის გარეშე რჩება.