"ყაზბეგი ჰესი" – მეორედ ეკოლოგიური ექსპერტიზის პირისპირ. წყარო: ლიბერალი

1 ნოემბერს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინსიტრომ „ყაზბეგი ჰესის“ მშენებლობაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა უნდა გასცეს. თუ დასკვნა მეორედაც უარყოფითი იქნება, კომპანიას გზშ ანგარიშზე მუშაობის პროცესის დაწყება უკვე მესამედ მოუწევს, ცხადია, თუ ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს. დადებითი ეკოლოგიური დასკვნის შემთხვევაში კი კომპანიამ ჰესის მშენებლობის ნებართვა ამჯერად ყაზბეგის მუნიციპალიტეტისგან უნდა მიიღოს.