ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი წყალდიდობა თბილისში. წყარო: რეზონანსი

თბილისში შაბათ ღამით მოსულმა დიდმა წვიმამ ქალაქის ცენტრში წყალდიდობა გამოიწვია, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. მოვარდნილი წყლის მასა პირდაპირ ავტომაგასტრალიდან იტაცებდა მანქანებს შიგ მსხდომი ადამიანებითურთ. პრაქტიკულად, მთლიანად განადგურებულია ზოოპარკი და რამდენიმე სასაფლაო ვერასა და საბურთალოზე. დაინგრა შენობები, განადგურდა გზები, ასობით ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.