შეაჩერებს თუ არა მოსამართლე მთიულეთში მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობას. წყარო: „მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემა.

25 მაისს გაირკვევა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ბუაჩიძე შეაჩერებს თუ არა გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის 2016 წლის 27 მაისის Nი-260 ბრძანების მოქმედებას, რომლის საფუძველზეც მთიულეთში, საცხოვრებელ სახლებთან ძალიან ახლოს, რუსეთის ენერგოსისტემასთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობა მიმდინარეობს.