შეუქცევადი ცვლილებების პირისპირ – რეპორტაჟი ხადის ხეობიდან. წყარო: რადიო თავისუფლება

ხადის ხეობის მოსახლეობა ახალი შემოვლითი გზის მშენებლობის წინააღმდეგია. ამბობენ, რომ გზა გაანადგურებს ისტორიულ ძეგლებს, სახლებს, ეკოლოგიას და, რაც მთავარია, მოსახლეობა კარგავს ნაკვეთებს, რომლებიც გზების დეპარტამენტმა გზის ასაშენებლად მოიზომა.